Etwinning project - STEM and The Secret Engineering of Tiny Worlds



STEM and The Secret Engineering of Tiny Worlds

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ბიომიმიკრია და აღმოაჩინეს, თუ როგორ შთააგონებს ბუნება მეცნიერებას, ინჟინერიასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ბიომიმიკრიის შესწავლამ მოსწავლეებს დაანახა, რომ ბუნება ინოვაციების საუკეთესო წყაროა და მრავალი თანამედროვე ტექნოლოგია სწორედ ბუნებაში არსებული იდეებით არის შთაგონებული.


As part of the project, students studied biomimicry and how nature inspires science, engineering, and modern technology. The study of biomimicry showed students that nature is the best source of innovation and that modern technology is inspired by ideas found in nature.







პროექტი მიზნად ისახავდა STEM განათლების პოპულარიზაციას დაწყებით საფეხურზე. მოსწავლეები იკვლევდნენ მიკროსამყაროს, ბუნების საიდუმლოებებსა და საინჟინრო პრინციპებს, ატარებდნენ ექსპერიმენტებს. პროექტის ფარგლებში ვითარდებოდა კვლევითი, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემების გადაჭრის, თანამშრომლობისა და ციფრული უნარები. საერთაშორისო თანამშრომლობა ეხმარებოდა მოსწავლეებს გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა კულტურის გაცნობაში.


The project aimed to popularize STEM education at the primary level. Students explored the microcosm, the mysteries of nature and engineering principles, conducted experiments. The project developed research, critical and creative thinking, problem-solving, collaboration and digital skills. International cooperation helped students share experiences and learn about different cultures.


პრაქტიკული გაკვეთილი
Practical lesson
https://www.youtube.com/shorts/mZHni4YTMYs?si=NKpE3UoZGJzQy3ZX

პროექტი წარმატებით დასრულდა. მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორ მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით საამაყოა, რომ პროექტში 14 ქვეყნის წარმომადგენელი მასწავლებელი მონაწილეობდა, ხოლო მე ვიყავი საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი და პროექტის  თანადამფუძნებელი.


The project was successfully completed. We would like to thank all partner teachers, students and parents for their cooperation. It is especially proud that teachers from 14 countries participated in the project, and I was the only representative of Georgia and the co-founder of the project.




















Yorumlar